მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხდება აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე?

ბათუმში 2025 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით, მ²-ზე 1,149 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, გასულ თვეში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2024 წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1,233 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 4.9%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე მატებას აჩვენებს.

12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. რა ხდება აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე?

სტუმარი: ლევან ბოლქვაძე - "რეინვესტის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები