აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა 10 წლით არის გათვალისწინებული.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტი სტიმული იქნება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობებით დაინტერესებული პირებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება უწყება, რომელიც შესაბამის სუბიექტებს მიანიჭებს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსს. ცვლილება "ტურიზმის შესახებ" კანონპროექტიდან გამომდინარე შემუშავდა და მისი ამოქმედების ვადად 2025 წლის 1 ივლისი განისაზღვრა. რამდენად ხელშესახები იქნება ეს შეღავათი აგროტურისტული ბიზნესისთვის, ასევე როგორ მუშაობს ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და კიდევ რა სჭირდება ფერმერებს გაძლიერებისთვის?
სტუმარი: გიორგი ალადაშვილი - რუისპირის დინამიური მეურნეობის ხელმძღვანელი