მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვებია კანონზე ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის შეღავათებზე?

საკითხი, რამაც უდიდესი ყურადღება მიიპყრო, საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება, რომელიც ოფშორიდან საქართველოში აქტივების გადმოტანისას უწესდებათ, უფრო დაზუსტებით რომ გითხრათ: კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ აქტივების გადაცემაზე, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია კანონპროექტის ამოქმედების დღისთვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილმა, ვინც აღნიშნული აწ უკვე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ავტორები არიან, უფრო სწორად ერთი მცირედი ცვლილებისა, 146 მუხლი, თვლიან რომ ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან და რატომ? რა დამსახურებისთვის და მიზნით? და კიდევ ერთი - საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები