მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვები აქვს ბიზნესს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით?

BM.GE
23.02.23 11:11
291
“ელექტრონული კომერციის რეფორმის ფარგლებში” - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრის მიზანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი დებულებების განხილვა იყო. 

კანონპროექტის მიღებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. ეს იქნება კანონი, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაარეგულირებს და ასევე განსაზღვრავს ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობას. კანონპროექტით დარეგულირდება ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვა და აგრეთვე, განისაზღვრება შუალედური მომსახურების მიმწოდებლების უფლება-მოვალეობა. 

მთავრობამ „ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტი 2 წლის დაგვიანებით გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. პარლამენტი კი მის მიღებას გაზაფხულზე გეგმავს. რა საკითხები რჩება გაურკვეველი და როგორია არსებულ რედაქციაზე ბიზნესის პოზიცია?

სტუმარი: დავით გავაშელი - Liloshop.ge-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი; ლილო მოლის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები