მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?

მახარაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

მათ შორის, ორგანიზაცია "ალტინფოს" ლიდერები, ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

მორგოშიას 2022 წლის განცხადების მიხედვით, ის საბანკო ტრანზაქციებს ისედაც არ იყენებს და შესაბამისად, ვერაფერს დაუყადაღებენ.

მაშინ, „ალტინფოს“ ლიდერი და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფინანსებელი, კონსტანტინე მორგოშია სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე 6 წლის განმავლობაში უარს აცხადებდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხა მორგოშიას მედიამ, ჰქონდა თუ არა ანგარიშები დაყადაღებული.

„საერთოდ არ ვიყენებ, არ მაქვს არცერთ ბანკში ანგარიში, არაფერი არა მაქვს, ბარათიც კი არა მაქვს“.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანია:

  • შპს მაგნუს დიზაინი (მეწილე);
  • ლტერნატივა საქართველოსთვის "ალტინფო" (დამფუძნებელი/დირექტორი);
  • შპს გრანდე გრუპ ჯორჯია (დირექტორი);
  • შპს კემ კონსტრაქშენი (მეწილე);
  • შპს კავკასიონი (თავმჯდომარე).

რაც შეეხება ზურა მახარაძეს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მისი კავშირები კომპანიებთან ასეთია:

  • შპს Art-M Travel (მეწილე);
  • შპს კავკასიის საექსპორტო კომპანია (მეწილე);
  • კონსერვატიული პოლიტ-ანალიტიკის ცენტრი (დირექტორი);
  • ახალგაზრდული ორგანიზაცია შავფაროსნები (დირექტორი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები