მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კონკურენტული შეთავაზებები აქვს ინვესტორებისთვის საქართველოს? - თორნიკე ზირაქიშვილის განმარტება

6173d6addb06b
ლიკა გურაბანიძე
23.10.21 23:15
339

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა "FORBES კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მიერ ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოპერაციო ხარჯი, სამუშაო ძალა, საგადასახადო რეჟიმი იმის საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ კონკურენტული შეთავაზებები ჰქონდეს.

“როდესაც ეფექტიანობაზე დაფუძნებული ინვესტორის მოზიდვას ვცდილობთ, ჩვენ მათთვის ტექნიკურ შეთავაზებას წინასწარ ვამზადებთ, ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებზე ვმუშაობთ და შეთავაზებით კონკრეტულ კომპანიებთან მივდივართ ", - განაცხადა მან.

ზირაქიშვილმა განახლებადი ენერგიის მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სხვა საინვესტიციო მიმართულებებისგან განსხვავებული სექტორია, რადგან ის სუფთა რესურსზეა ორიენტირებული. "ამიტომ, როდესაც ქვეყანას აქვს მოცულობები, რომელსაც ინვესტორი ეძებს, სწორედ იმ კონკრეტულ ქვეყანასთან ხდება კომუნიკაცია", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები