მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მცულობის დოლარი შეისყიდა სებ-ბმა 2019 წლის 4 თვეში?

5cea63d8b7dd6
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.19 14:10
2042
2019 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის გზით $135 მილიონი დოლარი შეიძინა, ანუ ვალუტის ეს მოცულობა ბაზრიდან ამოიღო.

ამასთანავე, სებ-მა ახალი მექანიზმი აამოქმედა, რომელსაც სავალუტო ოფციონების აუქციონი ეწოდება. ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის იანვარ–აპრილში ოფციონების მეშვეობით 650 მილიონი ლარის მოცულობის რეზერვების შეძენა დაგეგმა, რომლის მოცულობაც $230 მილიონ დოლარს აღემატება.

მართალია, ოფციონების მოქმედების წესი განსხვავებულია და პირდაპირ ინტერვენციას არ წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა მის მიერ დადებული ტრანზაქციებით სავალუტო ბაზრიდან დაახლოებით, 365 მილიონი დოლარის შეძენა გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები