მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მექანიზმი ჩაანაცვლებს საბანკო განვადებას?

5af99fcd0dee9
ელენე გოგბერაშვილი
14.05.18 18:40
2044

 მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციით ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ, ტექნიკის მაღაზიების ნაწილში განვადების გზით გაყიდვები თითქმის განახევრდა.

ბიზნესი ამბობს, რომ მთლიან გაყიდვებში განვადების წილი 50-60% იყო, თუმცა რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები ძალიან ბევრ მომხმარებელს განვადების განაცხადზე უარს ეუბნებიან.

როგორც ,,აიფონ +’’-ის გაყიდვების მენეჯერი BM.GE-თან აცხადებს, ბიზნესი ასეთ შედეგებს არ ელოდა, შესაბამისად მიდის მუშაობა ალეტრნატიულ მექანიზმზე, რათა რეგულაციის გავლენით მიღებული ნეგატიური ეფექტი დააკომპენსირონ.

"ვმუშაობთ ალტერნატიულ სტრატეგიაზე, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როგორც ვიცი ბანკებიც მუშაობენ სტრატეგიაზე, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა იმიტომ რომ ეს მდგომარეობა, როგორშიც ვმუშაობთ, არ არის კარგი მდგომარეობა ბიზნესისთვის", - აცხადებს გოგა თირქია.

საბანკო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციაშია "ლტა & ოკ". როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, საფასო პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება და  ამ ეტაპზე შიდა განვადებით ტექნიკის გაყიდვის ალბათობასაც არ განიხილება.

"ვმუშაობთ საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ერთობლივად რაღაც გამოსვალი ვნახოთ’", - აცხადებს ზურაბ ცანავა.

რა მექანიზმს მოიფიქრებს კერძო სექტორი ფინანსურ ინსტიტუტებთა ერთად, რომ საბანკო განვადებების პროდუქტი ჩაანაცვლონ, ჯერ ცნობილი არ არის.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები