მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მიზანი აქვს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას? - მამუკა ხაზარაძის ვერსიები

5d5c22c595a3b
თელარა გელანტია
20.08.19 20:40
914
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პროკურატურამ მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა.

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულის მიზეზებზე საუბრობს.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!

ბრძოლას ვაგრძელებთ!!“, - წერს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები