მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოდელით ანაცვლებს მთავრობა PPA მექანიზმს?

BM.GE
16.09.22 19:05
518
ენერგეტიკის PPA მოდელი არ აღდგება, მას აუქციონების სისტემა ჩაანაცვლებს. ენერგეტიკის სექტორის მრავალწლიანი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობა ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებებს აღარ გააფორმებს. ახალი PPA ხელშეკრულებების გაცემა 2017 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე შეწყდა. მაშინ ფონდი მიუთითებდა რომ ამ ხელშეკრულებებით მთავრობა საკუთარ თავზე დიდ ვალდებულებებს იღებდა და პროექტების განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტს სოლიდური თანხების გადახდა მოუწევდა. მორატორიუმის შემდეგ ენერგეტიკის სექტორი მთავრობას PPA მოდელის ჩამნაცვლებელი მექანიზმის მიღებისკენ ან თავად PPA კონტრაქტების გაცემის აღდგენისკენ მოუწოდებდა. რა შეფასებები აქვს კერძო სექტორს და ენერგეტიკოსებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები