მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოდელით იმუშავებს ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან?

აპრილში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედარებით გააქტიურდა. ბირჟაზე გარიგებები 3 აპრილიდან მოყოლებული ყოველდღიურად ფიქსირდება. ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს არასრული 4 თვის განმავლობაში ვაჭრობამ 7 ათასი მეგავატ საათი შეადგინა, რაც წინა ნახევარი წლის ვაჭრობის დაახლოებით 40%-ია. ირაკლი გალდავა აცხადებს, რომ მაის-ივნისში, წყალუხვობის პერიოდში ბირჟის მეტად გააქტიურებაა მოსალოდნელი. ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს, 2025 1 ივლისიდან კი საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს. ცნობილია, თუ არა, რა იქნება რეფორმის შემდეგი ეტაპი, რა მოდელით იმუშავებს ბირჟა 1 ივლისიდან და როგორია შეფასებები კერძო სექტორში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები