პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებად - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს. მომხდარის მიზეზი BMG-სთან საუბარში განმარტა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ. მისი თქმით, ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.