მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ბიზნესს საგადასახადო კონტროლის მიმართულებით? - Loialte-ს პროგნოზი

63da9023b21ac
BM.GE
01.02.23 20:09
880

საქართველოში არსებული ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს ბუღალტრული დოკუმენტაციის სწორად აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონის შესაბამისად საგადასახადო ორგანოში დეკლარირება. არასწორი დეკლარირების გამო მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით ზარალდება. ის სანქციები კი, რომელსაც სახელმწიფო აწესებს, საქმიანობის შეწყვეტის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

როგორც აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ში განმარტავენ, 2023 წლისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან უფრო აქტიური კონტროლია მოსალოდნელი და მნიშვნელოვანია, ბიზნესი ამისთვის მზად იყოს. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა განახორციელონ კომპანიებმა საგადასახადო რისკის დაზღვევა და როგორ უნდა შეარჩიონ ამისთვის პროფესიონალთა გუნდი, Loialte-ს პარტნიორი საგადასახადო აუდიტის მიმართულებით, თეონა კუნჭულიას და საგადასახადო აუდიტორს, ვახანგ ბარბაქაძეს ვესაუბრეთ:

რამდენად ხშირია შემოსავლების სამსახურის მხრიდან კომპანიებში საგადასახადო აუდიტის და კონტროლის სხვა პროცედურების ჩატარება?

2022 წელს შემოსავლების სამსახურმა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზარდა კონტროლის პროცედურების რაოდენობა, რაც მიღწეულ იქნა რისკზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმების ინიცირებით. კერძოდ, ნაცვლად სრული საგადასახადო შემოწმებისა, შემოსავლების სამსახური ახორციელებს გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირებული მონაცემების მომენტალურ შეფასებას და რისკიანობის შედეგების შესაბამისად ინიცირდება კონკრეტული დეკლარაციის ან თემის შესწავლის პროცედურები.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ხდება საკითხის შესწავლა ბევრად უფრო ცოტა მოცულობის ინფორმაციის გაანალიზების გზით და თუ შედეგად მაინც დარჩა ღია საკითხები, კონტროლის პროცედურები გადაიზრდება თემატურ კამერალურ აუდიტში. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცდა არაერთი მეთოდური მითითება და პროცედურული სახელმძღვანელო, რაც ხელს უწყობს აუდიტორს/ოფიცერს ბევრად უფრო ზუსტად და დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების ფარგლებში დღგ-ის დეკლარაციის კონტროლი, დაუბეგრავი ელექტრონული დოკუმენტაციის დაბეგვრის პროცედურა, ფულის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლის ფარგლებში სავალდებულო გახდა რიგი გრაფების დეკლარირება, ხოლო, 2023 წლის მარტიდან სავალდებულო გახდება მარაგების ნაშთის დეკლარირება.

საგადასახადო კონტროლის მხრივ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ბიზნესს 2023 წელს?

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განვლილი წლების ანგარიშების მიხედვით, ყოველწლიურად ფიქსირდება კონტროლის პროცედურების რაოდენობის და შედეგად დარიცხული გადასახადების ოდენობის ზრდა. ამასთან, სწორი მოლოდინების შესაქმნელად, უმნიშვნელოვანესია გაანალიზდეს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 2023 წლის საოპერაციო გეგმები. განსაკუთრებით საგულისხმოა აუდიტის დეპარტამენტის გეგმა, რომლის მიხედვითაც, განხორციელდება 3’120 საგადასახადო შემოწმება, რომელსაც მოჰყვება საპროგნოზო თანხობრივი შედეგი 400 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე, 19 000 ათასი დეკლარაციის კონტროლის პროცედურა, რომელიც შეეხება დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო დეკლარაციებს და ჯამში საპროგნოზო თანხობრივი შედეგი განისაზღვრა 88 მილიონი ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ბოლო წლების განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტი ყოველწლიურად აჭარბებს გეგმის როგორც რაოდენობის ასევე საპროგნოზო თანხობრივი დარიცხვის მონაცემებს.

რა მნიშვნელოვანი მექანიზმი არსებობს ბიზნესისთვის, რის მეშვეობითაც მარტივად დააიდენტიფიცირებს საკუთარ საგადასახადო რისკებს?

განვლილი პერიოდის შემთხვევაში საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების საუკეთესო მექანიზმია ამ პერიოდზე საგადასახადო აუდიტის ჩატარება, რომლის მეშვეობითაც ხდება რისკების გამოვლენა და ამ რისკების აღმოფხვრისთვის/შემცირებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა. მიმდინარე პერიოდის საგადასახადო რისკების კონტროლის მექანიზმია ასევე დეკლარაციების ყოველთვიური კონტროლი კვალიფიციური საგადასახადო ექსპერტის მიერ, რაც ბიზნესს თავიდან არიდებს საგადასახადო რისკების დაგროვებას, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი საფრთხე და ფინანსური ტვირთია
კომპანიისთვის.

ასევე, არსებობს საგადასახადო რისკების გამოვლენის ციფრული გადაწყვეტილებები, მაგალითად აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს პროდუქტი -https://audit.altera.ge/ რომლის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება რისკების ავტომატურ რეჟიმში იდენტიფიცირება იმ დონეზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად - ჩართოს თუ არა საგადასახადო აუდიტორი პროცესში. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მისი ღირებულებისა და მოქნილობის გათვალისწინებით. ზოგადად, საგადასახადო საკითხები საკმაოდ სპეციფიკურია და სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილება მოითხოვს, შესაბამისად რეკომენდებულია, რომ კომპანია საოპერაციო პროცესში და გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობოდეს პროფესიონალი საგადასახადო აუდიტორის კონსულტაციებს.

როგორ ვაკონტროლოთ და თავიდან ავირიდოთ საგადასახადო რისკები?

ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, კომპანიაში საქმე სწორად იყოს გადანაწილებული. მაგალითად, კომპანიის დირექტორი არ უნდა ფიქრობდეს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო დეკლარაციების სწორად წარდგენაზე, არამედ ამას უნდა აკეთებდეს ბუღალტერი ან აუდიტორი. ჩვენი რჩევაა, მეტი სიმშვიდის, კომფორტის, ბიზნესის სწორად განვითარებისა და, რაც მთავარია, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის დაზღვევის მიზნით, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი ანდოთ პროფესიონალებს, რომელთაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. აუთსორსინგული მომსახურების მიღებისას კი ამის გარანტია უფრო მაღალია, რადგან კომპანიას ემსახურება პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც დოკუმენტაციის სრულ სისწორესა და გამართულობაზე იღებენ პასუხისმგებლობას.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte უკვე 5 წელია ქართლ ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს, მომხმარებელს ემსახურება ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აუთსორსინგული სერვისებით და ერთ სივრცეში სთავაზობს სერვისს რომელიც ბიზნესისთვის იმ კონკრეტულ მომენტში თუ სამომავლო განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები