მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის იპოთეკური სესხები აქვთ უცხოელებს ქართული ბანკებიდან აღებული

ბინა

საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 10.9 მილიარდი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს არარეზიდენტთა მიერ აღებული იპოთეკური კრედიტების ჯამური ღირებულება 510 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კრედიტების რაოდენობა 3,800-ია.

განსხვავებულია უცხოეთის მოქალაქეთა და საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკური კრედიტების სავალუტო კომპოზიცია. თუკი საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკების 61% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, უცხოეთის რეზიდენტთა შემთხვევაში კრედიტების 76% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.

ამასთან, უფრო მაღალია არარეზიდენტების იპოთეკური სესხების საშუალო მოცულობაც, თუკი ის საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში 73 ათას ლარს შეადგენს, უცხოეთის მოქალაქეთა კრედიტებში ის 134 ათასი ლარია.

ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყანაში არსებულ 10.9 მილიარდის ღირებულების იპოთეკურ სესხებს შორის 8.4 მილიარდი ლარით დასრულებულ პროექტებში ბინების შეძენა ფინანსდება, 1.6 მილიარდი ლარით მშენებარე პროექტებში ბინების შეძენა, ხოლო 880 მილიონი ლარის იპოთეკური კრედიტები ბინების რემონტისთვის არის აღებული.

მთლიანობაში ვადაგადაცილებულია 91 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 1,250 სესხს შეადგენს. მთლიანად იპოთეკური სესხების რაოდენობა კი 149 ათასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები