ადგილობრივი ფერმერები 2024 წლის ნუშისა და კაკლის მოსავლის აღებას შემოდგომიდან დაიწყებენ. გასულ წელს ქვეყანამ პირველი კომერციული მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე მოხდა. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, 2024-ში ნუშისა და კაკლის საერთო რაოდენობა გასული წლის შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მეტიც, როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მიმდინარე წელს ქართული კაკალი თუ ნუში ევროკავშირის კარს შეაღებს. როგორია მოსავლის წინასწარი პროგნოზი?