მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სტომატოლოგიურმა კლინიკამ გეგმიური მომსახურების აღსადგენად

5eb5a1e236e5d
თამთა ჯიჯავაძე
08.05.20 22:50
1753
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა ყველა მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სტომატოლოგიურმა კლინიკამ, რათა 22 მაისიდან გეგმიური მომსახურების დაწყება შეძლოს. ამის შესახებ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკამ ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის, რათა შეძლოს გეგმიური სამუშაოების აღდგენა. რაც შეეხება მოთხოვნებს, რისი დაკმაყოფილებაც მოუწევს სტომატოლოგიურ კლინიკებს, გოგილაშვილის თქმით, შემდეგია:

„მოთხოვნები გაწერილია, პაციენტის შესვლის მომენტიდან რა უნდა დააკმაყოფილოს კლინიკამ კოვიდ-19-ის ინფიცირების რისკის პრევენციისთვის.. არის თუ არა მაგალითად დისტანციური თერმომეტრი, თქვენ იცით რომ ტემპერატურის გაზომვა არის აუცილებელი პაციენტისთვის, კითხვარის შევსება არის აუცილებელი, ბახილები, სოციალური დისტანცირების დაცვა. ანუ აკმაყოფილებს თუ არა კლინიკა ამას, პაციენტების მოსაცდელი სივრცე თუ არ აკმაყოფილებს ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა პაციენტი იმ მოსაცდელ სივრცეში არ უნდა უყოს და უნდა მოიცადოს ან გარეთ ან საკუთარ ტრანსპორტში და ასე შემდეგ. აუცილებელი არის განთავსებული იყოს ის თვალსაჩინოებები პაციენტებისთვის, რომელიც გაუადვილებს პაციენტს მისი ქცევის წესების განხორციელებას სტომატოლოგიურ კლინიკაში.

გარდა ამისა, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორი ან მეტი სველი წერტილი, ცალკე ექიმებისთვის და აუცილებლად ცალკე პაციენტებისთვის. სადეზინფექციო ალკოჰოლის შემცველი საშუალებები, როგორც ექიმებისთვის ასევე პაციენტებისთვის. როგორ ხორციელდება დეზინფექციის და სტერილიზაცია, ინფიცირებული ნარჩენების მართვა, რომელიც აუცილებელია და რაც მთავარია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი რამდენად არსებობს სტომატოლოგიურ კლინიკაში“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

მან ასევე სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების შესაძლო მატების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ფასი ცოტათი გაიზრდება.

„უნიფიცირებული პრეისკურანტი არ გვაქვს სტომატოლოგიაში. კლინიკების დიფერენცირება ხდება სხვადასხვა მომსახურების მიწოდების მიხედვით, ფასების მიხედვით, მაგრამ ცოტათი ალბათ მაინც გაძვირდება. მე მაღალ ფასებზე არ ვსაუბრობ მანამ, სანამ არ გვეცოდინება მასალების ფასები. ის, რისი მარაგიც საქართველოში არსებობს, იგივე თანხით მიეწოდება სტომატოლოგიურ კლინიკებს, რაც შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც დღეს ყველაზე აუცილებელია, მათი ფასი არის გაცილებით მომატებული, ამიტომ თუ არ დასტაბილურდა ეს ფასები, რა თქმა უნდა, თანხა მოიმატებს. მაგრამ არ უნდა მოიმატოს ძალიან, ეს რა თქმა, უნდა ყველა კლინიკის და კლინიკის მენეჯერის პერსონალური გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა გოგილაშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები