მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მტკიცებულებებს ეყრდნობა პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ? - პროკურორის განმარტება

5d3ae77ab9692
დავით ჯალაღონია
26.07.19 15:41
1024
თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საკითხის განხილვამდე საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ბრალის დადგენილებაში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულებს ბრალად წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. იგულისხმება, როგორც ბანკის წარმომადგენლების ჩვენებები, ისე სხვა პირების ჩვენებები. ასევე, წარმოდგენილია ეროვნული ბანკის დასკვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები და ინფორმაცია ხელშეკრულებებისა და თავდებობის შესახებ", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები