მიმოქცევაში არსებული კუპიურების და მონეტების რაოდენობა:
- 100 ლარი - 21.1 მილიონი ბანკნოტი;
- 5 ლარი - 18.6 მილიონი ბანკნოტი;
- 20 ლარი - 16.2 მილიონი ბანკნოტი;
- 50 ლარი - 12.8 მილიონი ბანკნოტი;
- 10 ლარი - 9 მილიონი ბანკნოტი;
- 1 ლარი - 3.5 მილიონი მონეტა;
- 2 ლარი - 1.7 მილიონი მონეტა;
- 200 ლარი - 0.9 მილიონი ბანკნოტი.
2018 წლის მოთხოვნა გაიზარდა როგორც დაბალი ნომინალის - 5 და 10 ლარის (შესაბამისად, 3.8 პროცენტი და 3.2 პროცენტი), ასევე მაღალი - 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად, 10.1 პროცენტი, 7.4 პროცენტი და 27 პროცენტი). საპირისპიროდ, საანგარიშო პერიოდში მიმოქცევაში 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის თანხობრივი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტით შემცირდა.
2018 წლის განმავლობაში მიმოქცევაში 11.2 პროცენტით გაიზარდა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების თანხობრივი ოდენობა და წლის ბოლოს 72.5 მლნ ლარი შეადგინა.
2017 წელთან შედარებით, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ხურდა ფულის - თეთრის თანხობრივი რაოდენობა 11.4 პროცენტით გაიზარდა.
2019 წლიდან მათი დაბალი გამოყენების გამო მიმოქცევიდან ამოვიდა 1 და 2 თეთრის მონეტები.

























