მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პარტნიორობაზე შეთანხმდნენ SOCAR-ი და Exxon Mobil-ი?

exxon

აზერბაიჯანის და აშშ-ის უდიდესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გარიგების თანახმად, რომელიც “ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის” ფარგლებში დაიდო, SOCAR-ი და Exxon-ი თანხმდებიან, რომ აზერბაიჯანში არსებულ ნავთობის არატრადიციულ საბადოებს ერთად შეისწავლიან და განავითარებენ.

დღეს, აზერბაიჯანი ნავთობის უმეტესობას კასპიის ზღვაში მოიპოვებს, როცა უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვების წილი 5%-ია. Exxon Mobil-თან პარტნიორობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სწორედ ამ ტიპის საბადოების აღმოჩენა და გამოყენება სურს. კონკრეტულად რა მოცულობის ნავთობზე არის საუბარი, დროთა განმავლობაში გაირკვევა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Exxon Mobil-ი და აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ დრომდეც თანამშრომლობდნენ, რადგან ამერიკული გიგანტი აზერი-ჩირაღ-გუნაშლის და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მეწილეა.

მომდევნო ხუთ წელიწადში, აზერბაიჯანს ნავთობის დღიური წარმოების 582,000 ბარელზე შენარჩუნება სურს, რისთვისაც ქვეყანას დასავლური ენერგეტიკული გიგანტებისგან ინვესტიციების მოზიდვა დასჭირდება. როგორც ჩანს, Exxon-ი ქვეყნის ტერიტორიაზე იმუშავებს, როცა კასპიის ზღვაში მოპოვებას ბრიტანული BP უზრუნველყოფს. ყარაბაღში და რამდენიმე ოფშორულ საბადოში ნავთობის და გაზის მოპოვების თაობაზე BP-სთან თანამშრომლობის შესახებ, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები