მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ მართვის მოწმობები?

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. როგორც შსს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით - AM-დან B1 კატეგორიის ჩათვლით, მართვის მოწმობის ვადა 15 წელი იქნება, C-დან D1E-ის ჩათვლით - 5 წელი: „საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია სამი წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია იმ მართვის მოწმობების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას.

სტუმარი: მევლუდ მელაძე - "საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები