მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ღვინოს აშშ-ში?

BM.GE
12.07.22 11:26
332
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ მათი ხედვები მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, „კოლანჯელო და პარტნერსი” აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

სტუმარი: ნუგზარ ქსოვრელი - "კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები