მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერსპექტივა აქვს საქართველოში „მწვანე წყალბადის“ წარმოებას - კონცეფციის დოკუმენტი შემუშავებულია

როგორ უნდა მოხდეს საქართველოში წყალბადის განვითარება - წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. კვლევა საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec -ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეიქმნა და მასში ასახულია ხედვა საქართველოში წყალბადის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს მწვანე წყალბადის წარმოება და მისი როგორც ენერგიის წყაროდ გამოყენება, ასევე ექსპორტი აქვს განზრახული. მწვანე წყალბადი ახალი ტექნოლოგია ნამდვილად არ არის და მასზე არაერთ ქვეყანა ათეული წლებია მუშაობს. თავად წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით და „მწვანე“ კი იმ შემთხვევაში იქნებ, თუ მისი წარმოება განახლებადი ენერგიების – წყლის, მზის, ქარის მეშვეობით უნდა მოხდეს.

წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ან მისი, როგორც აირის, მოხმარება. წყალბადის მოხმარების გაზრდა შედის ევროკავშირის გეგმაშიც. ევროკავშირის მონაცემებითა და პროგნოზებით, წყალბადის დადგმული სიმძლავრე 2024 წლისთვის 6 გიგავატამდე, 2050 წლისთვის კი, 500 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს. რეალურად რა პოტენციალი აქვს საქართველოში მწვანე წყალბადის წარმოებას და რას მოიაზრებს საპილოტე პროექტი, რომლის მეშვეობითაც „მწვანე წყალბადი“ საქართველოში სატრანსპორტო სექტორში დაინერგება?

სტუმრები: მურმან მარგველაშვილი - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი; ვახტანგ ბეგაშვილი - ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია „მესის“ გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები