„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ – ამ თემაზე თიბისი კაპიტალმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც სექტორისა და მთავრობის წევრებთან ერთად გუშინ საღამოს გაიმართა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის მხოლოდ 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული. რა უშლის ხელს ინვესტიციების განხორციელებას და რა გამოწვევებზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლები?
სტუმარი: ანდრო თვალიაშვილი - "თიბისი კაპიტალის" უფროსი ასოცირებული მკვლევარი;