რა შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს საქართველოს ბიზნესების მოზიდვის კუთხით და განსაკუთრებით ე.წ აუთსორს ბიზნესების ბაზირების კუთხით? ამ შეკითხვას Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას კომპანია Paystars-ის დამფუძნებელმა ენდრიუ თორნჰილმა უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს.
"საქართველოს უდიდესი შესაძლებლობები აქვს IT სფეროში, ასევე ტრანზიტიულობის თვალსაზრისით, საქართველო მდებარეობს შესანიშნავ გეოპოლიტიკურ ადგილას, ფაქტობრივად ორ ზღვას შუა, თუმცა, ამ ქვეყანაში მხოლოდ გაზის და ნავთობის ტრანზიტი არ არის შესაძლებელი, უამრავი პროდუქტია, რომლის მარტივად ტრანზიტია შესაძლებელი. ასევე ეს ქვეყანა ბიზნესთან მეგობრულია. მე მაქვს კომუნიკაცია ათობით ადამიანთან, ძირითადად ინგლისურად მოსაუბრესთან, მათ სურთ სერვის-ბიზნესების აქ გადმოტანა – დაწყებული მუსიკის ჩაწერის, საინჟინრო ონლაინ პროდუქტების, და დასრულებული ე.წ Back Office-სისტემების, ბუღალტერიის და ა.შ. მიმართულებით. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ამ კუთხით“, – აღნიშნა ენდრიუ თორნჰილმა.
მისივე თქმით, ის ისურვებდა, რომ უცხოელებისთვის მიწის ფლობის უფლების მიმართულებით გაუმჯობესებულიყო მდგომარეობა საქართველოში.
მან ასევე საქართველოს მიერ პანდემიის მართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, საერთო ჯამში, ქვეყანა წარმატებულად მიიწევს წინ ამ ბრძოლის პირველივე ეტაპიდან; და ეს საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს.