მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს წყალტუბოს?

BM.GE
07.07.22 14:47
387
"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – კურორტის განახლების გეგმის ბოლო პრეზენტაცია მთავრობამ 2დღის წინ გამართა. პროექტის ფარგლებში ხელისუფლება წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 პროექტს გასაყიდად გამოიტანს და ინვესტორების მხრიდან 500 მლნ ლარის ინვესტირებას დაელოდება. მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტად გადაქცევისთვის კი სახელმწიფო თავის მხრივ საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს.


ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ინვესტორები აქტიურები იქნებიან და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილზე 3 200 პირდაპირი სამუშაო ადგილი გაჩნდება როგორც მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 

მთავრობაში პროგნოზირებენ, რომ 10-ჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასები და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი არამხოლოდ სასტუმრო ინფრასტრუქტურის, არამედ ყველა იმ დამხმარე ინფრასტრუქტურის მხრივ, რაც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება. საბოლოოდ კი ნავარაუდებია რომ კურორტი 6000 საწოლფონდს შექმნის და 300 ათას ვიზიტორს მოემსახურება. 

მთავარ საკითხად გამოჰყო წყალტუბოს უნიკალური წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება, რომელიც მათი შეფასებით, კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად გარდამტეხია. 

როგორ უნდა იქნას დასახული მიზანი მიღწეული და რა მთავარი გამოწვევები არსებობს წყალტუბოს სწორად განვითარებისთვის? 

სტუმრები: თეონა ქობულაძე - წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი / LAG Tskaltubo;
შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი; Gulf hotels group-ის წარმოამდგენელი საქართველოში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები