მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს ქვევრის წარმოებას?

„ბოლო 5-7 წელია, ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ... ევროპაშიც ქართული ქვევრი ჩინურმა თიხის ჭურჭელმა ჩაანაცვლა“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა მეღვინეობის სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მეღვინის თქმით, პრობლემაა ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, რადგან ახლად დამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არასათანადოდაა გამომწვარი, რაც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს აზარალებს. მახსოვს, მექვევრეები სულ ჩიოდნენ, რომ არავის სჭირდება ქვევრი და ა.შ. შემდეგ კი, გაჩნდა ბუმი - ქვევრებზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, რაც ხარისხზეც უარყოფითად აისახა- ამბობს იაგო ბიტარიშვილი. მისი თქმით, ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ იმით, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთაც ნებისმიერი სახის ქვევრი იყიდებოდა.

რა გამოწვევები აქვთ ქვევრის მწარმოებლებს და რა პერსპექტივა აქვს ქართული, ტრადიციული ქვევრის წარმოებას?

სტუმარი: ილია გურული - “ქვევრულას” გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები