მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს ქვევრის წარმოებას? - “ქვევრულას” გეგმები

ვევრულა

ქვევრის მწარმოებელი საწარმო “ქვევრულას” გენერალურმა დირექტორმა ილია გურულმა BMGtv-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ქვევრის წარმოების პოტენციალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვევრზე მოთხოვნა დიდია და მალე მასიურ წარმოებაზე გადასვლა გახდება საჭირო.

„საუკეთესო ქვევრის მიღება გვინდა და მალე დავდებთ ამ შედეგს. მოთხოვნა დიდია. 2 წელია ვმუშაობთ რომ შეკვეთების მიღება შევძლოთ - ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან თიხას დამუშავება სჭირდება, რომ სუფთა და ჯანმრთელი პროდუქტი იყოს.

ქვევრის ფორმის ამოყვანის შემდეგ გამოწვა ხდება და ეტაპობრივად ვახდენთ დატესტვას. შეკვეთის მიღებას კი სექტემბერ-ოქტომბერში შევძლებთ“, - განაცხადა მან.

რაც შეხება ქვევრზე მოთხოვნას, იგი ამბობს, რომ მსურველები როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან:“ მსურველები საქართველოში დიდი რაოდენობით არიან და ასევე არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, იტალიიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან“.

გამოწვევებზე საუბრისას მან თქვა, რომ პრობლემა ის არის, რომ  ქვევრის სათანადო გამოწვა არ ხდება. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები