სამკერვალო ინდუსტრია პანდემიის შემდეგ ძალების აღდგენას ახერხებს და საექსპორტო არეალს აფართოებს. ქართული სამკერვალოები წარმატებით პარტნიორობენ საერთაშორისო ბრენდებთან და დღეს კონკრეტული საერთაშორისო კომპანიები თავიანთ ნაწარმს სწორედ ქართულ სამკერვალოებს უკვეთავენ.
სფეროში ჩართული ბიზნესები გასული წლის შედეგების შეჯამებისას 2021 თან შედარებით მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებენ. წინასწარ მოლოდინით შედეგები რიცხვებში წელსაც კარგი უნდა იყოს იმის მიუხედავად რომ სფეროს წარმომადგენლები საკადრო დეფიციტზე წუხან.
გამოწვევების ფონზე საქართველოში შეკერილ სამოსს შეხვდებით საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აზიურ ბაზრებსა და შეერთებულ შტატებში. რა ქმნის ინდუსტრიას მიმზიდველს ერთი მხრივ ინვესტორებისათვის და მეორე მხრივ როგორ ვახერხებთ რომ განვითარებული ქვეყნები ადგილობრივი ნაწარმით დაინტერესდნენ?
სტუმარი: დავით ბიძინაშვილი - "ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;