„მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია“, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი არველაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის პოარტფელი "საქართველოს ბანკის" მიმართულებით დაახლოებით, 30%-ზე მეტად გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია.
გიორგი არველაძემ იმ პრინციპებსა და საპროცენტო განაკვეთებზე ისაუბრა, რომელიც მიხედვითაც, ბანკები გასცემენ სესხებს და აღნიშნა, რომ რისკის ფაქტორი უმთავრესია, რასაც ექცევა ყურადღება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ არის ისეთი, როგორიც - ევროპაშია, თუმცაღა ვვითარდებით, ქვეყნის ფინანსური რესურსების ფასიც მაღალია, ვიდრე - ევროპული ქვეყნებისთვის. თუმცა ამავდროულად არიან კომპანიები, რომლებიც ნაკლები რისკიანობით ხასიათდებიან და ბანკებიც შედარებით დაბალ პროცენტში აძლევენ მათ სესხს, ვიდრე სხვა კომპანიებს, რომლებიც მაღალი რისკიანობით ხასიათდებიან, რადგან იქ კრედიტების გაფუჭების მაჩვენებელიც უფრო მაღალია, შესაბამისად, ბანკებიც რისკებიდან გამომდინარე საზღვრავენ საფასო პოლიტიკას.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. 2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი "საქართველოს ბანკის" მიმართულებით, დაახლოებით, 30%-ზე მეტად გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. სირთულეს რაც შეეხება არის პროდუქტები, რომლებიც ძალიან მარტივი და სწრაფია უფრო პატარა თანხების შემთხვევაში, ხოლო უფრო დიდი თანხების შემთხვევაში იმაზე უფრო ვართ დამოკიდებულები კომპანიას რამდენად მოწესრიგებული აქვს თავისი შიდა აღრიცხვიანობა, თუ მოწესრიგებული კომპანიაა, შეგვიძლია მასზე ხელმისაწვდომობა ოფიციალური წყაროებიდან მოვიპოვოთ, შეიძლება რამდენიმე დღეში მიიღოს დაფინანსება“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.
გიორგი არველძემ USAID-ის მიერ ფორუმზე დასმული საკითხები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ბიზნესს საბანკო პროდუქტების გარდა დაფინანსების ალერნატიული გზების მოძიების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ზუსტად არის დასმული ის პრობლემატიკა, რაც გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში; მთავარი პრობლემა არის ის, რომ დაფინანსების მთავარ წყაროს საბანკო კრედიტები წარმოადგენს და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსება, როგორიც არის ვენჩორული კაპიტალი, სხვადასხვა დონორების უფრო ფართო წარმომადგენლობა საქართველოში; ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პრობლემა, რაც დაფინანსების კუთხით აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესებს“, - თქვა არველაძემ.
ცნობისთვის, დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიში" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი გაიმართა, რომელსაც საჯარო, საფინანსო და კერძო სექტორის წამომადგენლები დაესწრნენ.