მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები აქვთ კივის მწარმოებლებს?

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში კივის მოსავალი 30%-ით შემცირდა, ახალი დაავადებების გაჩენის გამო კი კივის საერთო ფართობების 10%-დან 20%-მდე გახმა. თავის მხრივ გახმობის მიზეზი იმ ფინანსების არქონაა, რაც დაავადებული მცენარის მკურნალობისთვის არის საჭირო. როგორც კივის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ ჰა-ზე 800 ლარის ღირებულების წამალზეა საუბარი. დაავადების გარდა, მოსავლიანობის შემცირების მიზეზებს შორის იყო კლიმატური პირობებიც.

არსებულ პრობლემებთან ერთად გამოწვევაა იმპორტირებული ნაწარმიც, რომელიც ადგილობრივთან შედარებით დაბალ ფასად შემოდის და ბაზარზე არათანაბარი კონკურენციას ქმნის. სექტორი ფიქრობს, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ ვითარდება კივის ინდუსტრია?

სტუმარი: კოტე ვეკუა - „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები