მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები არსებობს ადგილობრივ და უცხოელ ინსტრუქტორებს შორის?

BM.GE
19.01.23 16:22
191
საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტ გუდაურში ადგილობრივები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა abc ავრცელებს. 

გამოცემასთან საუბრისას სამმა ავსტრალიელმა განაცხადა, რომ მათ კურორტზე მუშაობის შესაძლებლობა ოფიციალურად ჰქონდათ, თუმცა შეურაცხყოფა ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდიოდა.

„ადგილობრივები გვემუქრებოდნენ, გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და საბაგიროებზე ასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სათხილამურო სკოლებმა მოწვეულ პერსონალს კონტრაქტები შეგვიჩერეს, რადგან მათ ჩვენი საფრთხეში ჩაგდება არ სურთ“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა. 

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრალიელი ინსტრუქტორები საქართველოს სათხილამურო კურორტზე დარჩენას მთელი სეზონის მანძილზე აპირებდნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ იძულებული არიან საქართველოს დატოვებაზე იფიქრონ, რადგან ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. 

ABC-სთან ინტერვიუში საერთაშორისო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, თუმცა სიტუაცია არც ამის შემდეგ დასტაბილურებულა, მათ ასევე თავიან ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებში წერილები დააგზავნეს. სათხილამურო სკოლის ერთ-ერთმა მთავარმა ინსტრუქტორმა, ტრისტრამ ტოდმა ABC-სთან აღნიშნა, რომ იგი გუდაურში ადრეც მუშაობა, თუმცა მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია. 

ერთ თვეში ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რა გავლენას ახდენს მედიაში გასული ასეთი რეპორტაჟები და სტატიები ქვეყნის იმიჯზე და რა ხდება ადგილზე?

სტუმარი: შალვა აბრამიშვილი - სათხილამურო კლუბ "გუდაურას" მთავარი ინსტრუქტორი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები