კერძო სექტორს სამუშაო ბევრი მიმართულებით აქვს. საკადრო დეფიციტის ფონზე, ადგილობრივი კომპანიები უცხოელი მუშახელის დახმარებას საჭიროებენ. კვალიფიკაციის სიმცირის თუ ემიგრაციის ეფექტით სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ მესამედზე მეტი სამშენებლო ობიექტებზე უცხოელია. ბიზნესმენები გვეუბნებიან, რომ განსაკუთრებული დეფიციტი ინჟინრებზე და მძიმე ტექნიკის მართვის სპეციალისტებზეა. მათი თქმით, ამ კუთხით პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მხრიდანაც დაინტერესება ძალიან დაბალია, რაც იმისს იმედს, რომ ახალი ადგილობრივი კადრები ბაზარზე გამოჩნდებიან აქრობს.