მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ლირის გაუფასურება? - ოსმან თურანის მოსაზრება

64759bb17cb7f
ინგა მურუსიძე
30.05.23 10:55
580
“ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ოსმან თურანი ამბობს, რომ არჩევნების პერიოდში თურქეთში ფულზე წვდომაც კი პრობლემა იყო.

ბიზნესმენი იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება, ვინაიდან არჩევნები უკვე დასრულდა.

„არჩევნების პერიოდში დაბრკოლებები იყო ექსპორტზე თურქეთში, ასევე ლირის გაუფასურების გამო, უცხო ვალუტაზე წვდომის პრობლემები გაჩნდა, იმედი გვაქვს, რომ დღეიდან, ანუ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს მოგვარდება", - განაცხადა ოსმან თურანმა.

ცნობისთვის, ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 20%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 76%-ს აღწევს. მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქულ ლირას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. ბოლო გაუფასურება კი საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებით იყო განპირობებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები