მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პროდუქტებზე მოიმატა ფასებმა თებერვალში?

5ca5bc1c8f14b
თამუნა ქემერტელიძე
04.04.19 12:11
1809
თებერვალში თევზეული 12.5%, ხოლო პური და პურპროდუქტები 10.2%-ით გაძვირდა-ამის შესახებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET თებერვლის თვის აგრო მიმოხილვაშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა:

თევზეული12.5% -ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტების ფასი 10.2%-ით გაიზარდა, ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%-ით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 4.3%-ითაა გაძვირებული.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება. კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ISET-ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები