მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტს ახორციელებს “თეგეტა” თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის?

BM.GE
02.09.22 11:15
577

კომპანია და პროექტი რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ საქმიანი მაყურებლისთვსი წარდგენას ალბათ არ საჭიროებს თუმცა ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრში კიდევ არაერთხელ მოექცევა და მადლობა იუსაიდს, რომელთან პარტნიორობით და თანადგომითაც მუდმივად და აქტიურად გვიდევს პულსზე ხელი.

20-ზე მეტი შვილობილი კომპანიითა და 2500-ზე მეტი თანამშრომლით, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც 26 წელს ითვლის და ერთ ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა. თავისი გამოცდილების გამოყენებით და ინოვაციების დანერგვით, კომპანია ცდილობს დაამკვიდროს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და დანერგოს ქვეყანაში ავტომომსახურების ახალი კულტურა.

შვილობილი კომპანიის, „თეგეტა აკადემიის“ მეშვეობით, თეგეტა კომპანიებს ეხმარება გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. სწორედ ,,თეგეტა აკადემია“ USAD-ის პროგრამის ,,დამსაქმებელები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ნერგავს ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას ,,ელექტუდი“, რომელიც ,,თეგეტას“ თანამშრომლებს კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას მისცემს. პირველად საქართველოში პლატფორმა ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

სტუმარი: ნინო ოხანაშვილი - ,,თეგეტა აკადემიის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები