საქართველოს უმდიდრესმა ადამიანიანმა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ 2013 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო - რადგანაც ის "ქართული ოცნების" #1 ნომერია და პარლამენტში შედის. ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, ჯერჯერობით, საჯარო ფორმით ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ის გამოითხოვა "რადიო თავისუფლებამ", რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროდან შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდეს.