მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ფოთის მერი, რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო?

ბექა ვაჭარაძე
10.10.25 18:02
944

ფოთის მერი კვლავ ბექა ვაჭარაძე იქნება. ფოთის მერის არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობდა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით ხმების 100% (14 545 ხმა) მიიღო. 2021 წლის არჩევნებში ვაჭარაძის კონკურენტი გიორგი უგულავა იყო ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"). მაშინ, ვაჭარაძემ ხმების 57.35% (11 345 ხმა მიიღო).

დეკლარაცია

2025 წლის 31 იანვარს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბექა ვაჭარაძე არ ფლობს უძრავ ან მოძრავ ქონებას.

მისი მეუღლის, ნათია ღაღანიძის საკუთრებაშია მალთაყვაში 793 კვ.მ. მიწა, რომელიც 2024 წელს 41 000 დოლარადაა შეძენილი.

ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 2022 წელს უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული დანაზოგი, 30 000 დოლარი, ასევე 50 000 დოლარი, რომელიც ოჯახის წევრების გზავნილებია საზღვარგარეთიდან.

ბექა ვაჭარაძემ მერის პოზიციაზე ანაზღაურების სახით 2024 წელს 64 207 ლარი მიიღო.

გასულ წელს სამომხმარებლო სესხების მომსახურებაზე დახარჯა ჯამში 30 637 ლარი.

დეკლარაციაში ასახულია ფულადი თანხები, რომლებიც 2024 წელს მან ძმისგან, ყაზახეთიდან საბანკო გზავნილის სახით საჩუქრად მიიღო. ჯამურად 60 775 დოლარი.

განათლება

2009 – 2013 წწ – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

  • 2021 წლის 22 ნოემბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი
  • 2020 წლის 29 აპრილიდან – 2021 წლის 22 ნოემბრამდე – საკრებულოს თავმჯდომარე
  • 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2020 წლის 29 აპრილის ჩათვლით საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
  • ლოჯისტიკის მენეჯერი, შპს”კაზგრუ ჰოლდინგი”, 01.2016 – 04.2017
  • მთავარი მენეჯერი, შპს”ელ ჯეი ბროკერი”, 06.2013 – 12.2015

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები