კობახიძის მიერ 6 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, გიორგი ფრუიძე, რომელიც 2019 წლიდან სემეკის წევრია, პარლამენტს იგივე პოზიციაზე დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარედგინება.
დოკუმენტის მიხედვით, "ოცნების" პრემიერმა 29 სექტემბრის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განკარგულება მოიწონა და სემეკს დათანხმდა, რომ ფრუიძე მომავალი 6 წელიც კომისიის წევრად დარჩეს.
დეკლარაცია
28 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ფრუიძე და მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი ფლობენ 7 უძრავ ქონებას, რომელთა დეტალური ჩამონათვალი ასეთია:
- 2023 წელს $58 517 შეძენილი 69,4 კვ.მ ბინა ქობულეთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე;
- 2017 წელს $23 000 შეძენილ ბინას სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, რომლის ფართიც 47,58 კვ.მ;
- 2010 წელს თბილისში არსენას ქუჩაზე $9 500-ად შეძენილ 145,49 კვ.მ ბინას;
- აგარაკს, რომელიც 2007 წელს აჩუქეს;
- იმავე მისამართზე 2010 წელს შეძენილ 14,38 კვ.მ სარდაფს;
- ასევე, საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2020 წელს ამბროლაურში ჭრებალოში აჩუქეს და რომლის ფართიც 281.54 კვ.მ-ია;
- ოჯახის სახელზეა 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საგურამოში;
ლაზაშვილი ასევე ფლობს 2016 წელს $24 000-ად შეძენილ TOYOTA C-HR-ს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდი ფულის სახით გიორგი ფრუიძე ინახავდა 5 600 დოლარს და 4 100 ევროს. ნათია ლაზაშვილი კი 42 000 დოლარს, 10600 ევროს, 6 900 ლარს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს ოჯახს ეკუთვნის:
- გიორგი ფრუიძე – „თი–ბი–სი ბანკი“, სახელფასო ანგარიში – 1 140 ლარი;
- გიორგი ფრუიძე – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 89 263 ლარი;
- გიორგი ფრუიძე – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 15 026 აშშ დოლარი;
- გიორგი ფრუიძე – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 15 008 ევრო;
- გიორგი ფრუიძე – „ლიბერთი ბანკი“, სადებეტო ბარათი – 1 012 ლარი;
- ნათია ლაზაშვილი – „თი–ბი–სი ბანკი“, სახელფასო ანგარიში – 3 631 ლარი;
- ნათია ლაზაშვილი – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 46 477 ლარი;
- ნათია ლაზაშვილი – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 8 022 აშშ დოლარი;
- ნათია ლაზაშვილი – „თი–ბი–სი ბანკი“, შემნახველი ანგარიში – 8 246 ევრო;
- ნათია ლაზაშვილი – „თი–ბი–სი ბანკი“, სადებეტო ბარათი – 52 347 ლარი.
და სხვა მცირე ნაშთები სხვადასხვა ანგარიშებზე.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიის წევრის პოზიციაზე ფრუიძემ წლიურად 218 234 ლარი (თვეში 18 186 ლარი) მიიღო სახელფასო სარგოს სახით, ნათია ლაზაშვილმა კი რუსთავი2-ში "კურიერის" წამყვანის პოზიციაზე 195 975 ლარი (თვეში 16 331 ლარი).
ლაზაშვილმა 2024 წელს დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო "ლოპოტას" ვაუჩერი, 1 303 ლარის. სხვა საჩუქრები არც ფრუიძეს და არც მის მეუღლეს დეკლარაციაში არ უფიქსირდებათ.
2024 წელს დეკლარაციაში მითითებული ფინანსური ოპერაციები:
- ნათია ლაზაშვილი - ბინის გაქირავებიდან საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავალი: 48 380,45 ლარი;
- გიორგი ფრუიძე - მკურნალობისთვის კლინიკაში გადახდილი დეპოზიტი: 3 000 ევრო, საიდანაც 1 068,09 ევრო დაუბრუნდა უკან;
- გიორგი ფრუიძე - შვილის კუთვნილი ბინის ღირებულების დარჩენილი საფასური: 17 958,57 ლარი;
- გიორგი ფრუიძე - ავეჯის შეძენის ხარჯი: 5 350 ლარი;
- ნათია ლაზაშვილი - შვილის კუთვნილი ბინის ღირებულების დარჩენილი საფასური: 33 000 ლარი;
- ნათია ლაზაშვილი - რემონტის მასალის ღირებულება: 9 538 ლარი.
ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულება აღემატება 10 000 ლარს:
გიორგი ფრუიძემ იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის 2024 წელს 738,46 ლარი გადაიხადა.
ნათია ლაზაშვილმა იპოთეკაში ჯამურად 48 123 ლარი. დეკლარაციაში ოჯახი უთითებს, რომ არსენას ქუჩაზე მდებარე ბინა იპოთეკით ოთხჯერ არის დატვირთული და ყველა სესხი მას ემსახურება.
გარდა ამისა, დეკლარაციაში წერია, რომ ნათია ლაზაშვილს 3 წლის წინ აქვს ეროვნული სატყეო სააგენტოსგან მიწის 2 ნაკვეთი 49 წლიანი იჯარით მიღებული და მის მომსახურებაში 4 795 ლარი აქვს გადახდილი 2024 წელს.
საქმიანი ბიოგრაფია
რაც შეეხება გიორგი ფრუიძის სამუშაო გამოცდილებას, ფრუიძე 1985-1992 წლებში სწავლობდა აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე, ხოლო 2002 – 2004 წლებში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში.
აქ არის თქვენი მონაცემები ჩამონათვალის სახით:
- 1993 – 1994 – „საქგვირაბმშენი“, ყაზბეგის რ-ნის სამშენებლო სამმართველო; შემდგომში ამავე სტრუქტურის „საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო“, ინჟინერი;
- 1994 – 1996 – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველო, ინჟინერი;
- 1996 – 2001 – თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექცია, ქალაქის გარე იერსახეზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი;
- 2001 – 2001 – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
- 2001 – 2003 – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2003 – 2004 – სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო, თავმჯდომარის მოადგილე;
- 2004 – 2009 / 2015 – 2019 – სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კომისიის წევრი;
- 2019 წლის 28 ნოემბერი – დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.




























