სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმესთან დაკავშირებით ხუთი პირი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და მოადგილის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ლევან კუპატაშვილი.
გზების დეპარტამენტში bm.ge-ს უთხრეს, რომ ლევან კუპატაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
როგორც დღეს, 10 ნოემბერს, 17:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 16 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
პასუხისგებაში მიცემულებს შორისაა ლევან კუპატაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც უკვე დაკავებულია. მას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მძიმე შედეგის გამომწვევ ხარვეზიან სამუშაოებში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან კუპატაშვილი, რომელმაც ბოლო დეკლარაცია 2025 წლის თებერვალში შეავსო. თავმჯდომარის მოადგილის პოსტს კი 2017 წლიდან იკავებდა.
დეკლარაციის მიხედვით, ლევან კუპატაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. რაც შეეხება მის უძრავ ქონებას, ოჯახი ფლობს:
- ბინას თბილისში ბაგებში, რომლის ფართი 89 კვ.მია და შეძენილია 2016 წელს ნასყიდობის ფორმით, 44,888 USD-ად;
- ავტოფარეხზე იმავე მისამართზე 18 კვ.მ ფართით, რომელშიც 5,000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი;
- მისი საკუთრებაა კიდევ ერთი ბინა გაგარინის მოედანზე, რომლის 2023 წელს იყიდა და რომლის ფართიც 79,6 კვ.მ-ია და რომელშიც 95,000 USD აშშ დოლარი აქვს გადახდილი;
- კუპატაშვილი 2019 წელს ყიდულობს კიდევ ერთ ბინას შარტავას ქუჩაზე, რომლის ფართიც 205.6 კვ.მ-ია და რომელშიც 102,800 დოლარი აქვს გადახდილი.
- იმავე მისამართზეა 2 ავტოფარეხი იდენტური ფართით 20-20 კვ.მ და იდენტური გადახდილი თანხით 11 000 ლარი;
კუპატაშვილის სახელზე მოძრავი ქონება არ იძებნება, მისი მეუღლე ნინო მღებრიშვილი კი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას (ტოიოტა პრიუსი, 1.8 ჰიბრიდი, 2010 წლის გამოშვება). შეძენილია 2016 წელს, ნასყიდობით, 6,000 დოლარად.
საბანკო ანგარიშები
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ლევან კუპატაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები ასეთია:
ლევან კუპატაშვილი:
- საქართველოს ბანკი (სახელფასო): 7,417.95 ლარი (+) 15, 7,300 აშშ დოლარი (+) 16, 0 ევრო (+)17.
- საქართველოს ბანკი (საკრედიტო): 8,859.52 ლარი (-)18.
- საქართველოს ბანკი (ანაბარი): 8 აშშ დოლარი (+)19.
ნინო მღებრიშვილი (მეუღლე):
- თი-ბი-სი ბანკი (სახელფასო): 322.43 ლარი (+)20.
- თი-ბი-სი ბანკი (მიმდინარე): 657.86 ევრო (+) 21, 13.7 აშშ დოლარი (+)22.
შემოსავლები (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით)
- ლევან კუპატაშვილი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობით მიღებული შემოსავალი – 113,487.82 ლარი.
- ნინო მღებრიშვილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით მიღებული შემოსავალი – 11,919.14 ლარი.
ხელშეკრულებები და ვალდებულებები (2024 წელი)
- სესხი (იპოთეკური): 2023 წლის 27 ნოემბერს აღებული სესხი „საქართველოს ბანკში“, 236,300 ლარის ოდენობით. გასავალი შეადგინა 253,027.32 ლარს. სესხი დაიხურა 2024 წლის 19 ივლისს.
- ნასყიდობა (უძრავი ნივთის გაყიდვა): 2024 წლის 19 ივლისს განხორციელდა უძრავი ნივთის გაყიდვა, ღირებულებით 97,000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა (97,000 USD) არის შემოსავალი;
- სესხი (თანხის გასესხება): 2024 წლის 1 მარტს, ზეპირი შეთანხმებით, დეიდაშვილისთვის გასესხებულია 7,900 აშშ დოლარი.




























