მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს მამუკა ხაზარაძე?

მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციაში ასახულია მის საკუთრებაში არსებული აქტივები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები და აქციები, ასევე გასულ წელს მიღებული შემოსავლები და ხარჯები.

დოკუმენტის თანახმად, მამუკა ხაზარაძის უმსხვილეს აქტივს წარმოადგენს TBC PLC-ის 5.3 მილიონი აქცია, რაც ბანკის მთლიანი კაპიტალის 9.6%-ს შეადგენს. ამჟამად აღნიშნული აქციების ღირებულება 260 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ 945 მილიონი ლარს შეადგენს.

მიღებული შემოსავლებიდან უმსხვილესი სწორედ "თიბისი ბანკის" დივიდენდს წარმოადგენდა. დოკუმენტის თანახმად, მამუკა ხაზარაძემ გასულ წელს 12.8 მილიონი გირვანქა სტერლინგის, ანუ 46.7 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო TBC PLC-დან.

მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია აქციების რეალიზაციის კონტრაქტიდან 10 მილიონი დოლარის (26.9 მლნ ლარის) შემოსავალი და უძრავი ქონების გაქირავებიდან 88.4 ათასი ევროს შემოსავალი. ქონებრივ დეკლარაციაში ასევე მითითებულია მისი მეუღლის, ირინე ხაზარაძის მიერ მიღებული დივიდენდი სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკოდან" 900,000 ლარის ოდენობით. დეკლარაციის თანახმად, მამუკა ხაზარაძის მეუღლე ამ კომპანიაში 15%-ის წილს ფლობს. გარდა ამისა მამუკა ხაზარაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის "ლისი ლეიქ დეველოფმენთის"; GRDC ჰოლდინგის; "ჯორჯია რეალ ისთეითის"; "ნაფარეულის მამულის"; "როიალ ხვანჭკარას"; "ვაზისუბნის მამულის" და სხვა კომპანიების წილებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, გარდა TBC ბანკისა, მამუკა ხაზარაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს შვეიცარიული ბანკის Vontobel-ის ანგარიშებს, სადაც საერთო ჯამში 8.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი (32 მლნ ლარი) აქვს განთავსებული.

მამუკა ხაზარაძე ქონებრივ დეკლარაციაში ასევე უთითებს იმ სესხებს რომლებიც მის მიერ საკუთარ კომპანიებზე და დაკავშირებულ პირებზე აქვს გაცემული, აღნიშნული კრედიტების ჯამური მოცულობა 5.5 მილიონ დოლარს, 5.1 მილიონ ლარს და ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

რაც შეეხება უძრავ ქონებებს, დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მამუკა ხაზარაძემ თბილისში შეიძინა ორი ახალი ბინა ლისის ტბის მიმდებარედ ნეკერჩხლის ქუჩაზე 279 კვადრატული და 273 კვადრატული მეტრის ფართობის, რომლებშიც მან 558 და 545 ათასი დოლარი გადაიხადა. ასევე, 2025 წელს 121 ათას დოლარად შეიძინა Land Rover Defender-ი. ასევე მამუკა ხაზარაძე ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ფლობს ბინას ლონდონში, რომელშიც 2017 წელს 2.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

მამუკა ხაზარაძის და მისი მეუღლის უძრავი ქონება:

  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 27.06.2024, ნასყიდობა, 259,265 USD, ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N52, 2481 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 26,573 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 1106 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 105,600 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 3205 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 105,400 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 3201 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 25.03.2022, ნასყიდობა, 91,500 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 80.3 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 9,200 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 280 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 27.06.2024, ნასყიდობა, 227,810 USD, ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N50, 2180 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ჩუქება, 0, მცხეთა, სოფელი მუხრანი, 3913 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, საცხოვრებელი სახლი, 25.03.2022, ნასყიდობა, 500,000 GEL, ქ. თბილისი, ჩალაუბნის ქუჩა N14, 297 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 25.03.2022, ნასყიდობა, 21,080 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 262 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, ბინა, 15.11.2023, ნასყიდობა, 220,220 USD, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, მე-7 ქუჩა N3, 177.2 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, ბინა, 25.03.2022, ნასყიდობა, 200,000 USD, დუშეთი, სოფელი კაიშაურები, "მთა ვარცლა", 192.45 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 11,800 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 359 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, აგარაკი, 25.03.2022, ნასყიდობა, 300,000 GEL, ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ვაჟაფშაველას ქუჩა N22, 1067 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 (37.84 კვ.მ).
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 20.09.2022, ნასყიდობა, 5,000 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 208 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 25.03.2022, ნასყიდობა, 260,500 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 89.91 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 8,400 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 255 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, აგარაკი, 25.03.2022, ნასყიდობა, 400,000 GEL, ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ვაჟაფშაველას ქუჩა N24, 1120 კვ.მ, შენობა-ნაგებობები N1, N2.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 27.06.2024, ნასყიდობა, 387,591 USD, ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N56, 3709 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 259,300 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 7874 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 27.06.2024, ნასყიდობა, 338,162 USD, ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N58, 3236 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 27.06.2024, ნასყიდობა, 346,000 USD, ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N54, 3311 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 20.09.2022, ნასყიდობა, 16,700 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 135 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 — 114 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 20.09.2022, ნასყიდობა, 452,000 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 18816 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 25.03.2022, ნასყიდობა, 68,458 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 2641 კვ.მ, შენობა-ნაგებობები 01/1 — 153.71 კვ.მ, 02/1 — 44.6 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 25%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 44,500 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 1201 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1.
  • ირინე ხაზარაძე, 100%, ავტოფარეხი, 15.11.2023, ნასყიდობა, 8,000 USD, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, მე-7 ქუჩა N3, 13.5 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 118,700 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 3603 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 75,800 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 2300 კვ.მ.
  • ირინე ხაზარაძე, 22.22%, მიწის ნაკვეთი, 25.03.2022, ნასყიდობა, 21,600 GEL, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი, 657 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 21.11.2025, ნასყიდობა, 0, ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს (ნაკვ. 01/010), 2100 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 05.12.2022, ნასყიდობა, 10,000 USD, ქ. წალენჯიხა, თვალთვაძის ქუჩა, 9419 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, ბინა, 27.08.2025, ნასყიდობა, 558,200 USD, ქ. თბილისი, ნეკერჩხლის ქუჩა N6, 279.1 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, ბინა, 27.08.2025, ნასყიდობა, 545,800 USD, ქ. თბილისი, ნეკერჩხლის ქუჩა N6, 272.9 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 05.12.2022, ნასყიდობა, 5,000 USD, ქ. წალენჯიხა, თვალთვაძის ქუჩა, 138 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 16.02.2022, ნასყიდობა, 22,000 GEL, ქ. წალენჯიხა, ქიაჩელის ქუჩა, 2925 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 22.10.2010, ნასყიდობა, 42,100 GEL, მცხეთა, სოფელი მუხრანი, 1248 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 20.03.2001, ნასყიდობა, 7,000 USD, ოზურგეთი, სოფელი ნატანები, შეკვეთილი, 0 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, 27.04.2017, ნასყიდობა, 747,500 GEL, მცხეთა, სოფელი მუხრანი, 5860 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მიწის ნაკვეთი, 2010, ნასყიდობა, 27,600 GEL, საქართველო, მცხეთა, სოფელი მუხრანი, 820 კვ.მ.
  • მამუკა ხაზარაძე, 50%, ბინა, 2017, ნასყიდობა, 2,800,000 GBP, United Kingdom, London, W1H 2LJ, 34 Montagu Square, 114 კვ.მ.

მოძრავი ქონება (ავტომობილები და სხვა):

  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მსუბუქი ავტომანქანა, Jaguar XK140, 2020, ჩუქება, 0 GBP
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მსუბუქი ავტომანქანა, Ford Mustang, 15.03.2023, ნასყიდობა, 47,000 USD
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, მსუბუქი ავტომანქანა, Land Rover Range Rover Sport, 05.08.2024, ნასყიდობა, 148,655 USD
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მსუბუქი ავტომანქანა, Toyota Highlander Hybrid, 17.08.2024, ნასყიდობა, 50,000 USD
  • მამუკა ხაზარაძე, 100%, ავტომისაბმელი, Temared 21 ZGV, 15.12.2022, ნასყიდობა, 4,830 EUR
  • ირინე ხაზარაძე, 100%, მსუბუქი ავტომანქანა, Land Rover Defender, 15.10.2025, ნასყიდობა, 121,500 USD

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები