მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" დეპუტატი გენო პეტრიაშვილი?

გენო პეტრიაშვილი

2024 წელს შეძენილი 3 ავტომობილი, სპორტული წარმატებისთვის მიღებული მილიონი და ძმისთვის ნაჩუქარი 150 ათასი დოლარი - bm.ge გთავაზობთ ოლიმპიური ჩემპიონის და აწ უკვე "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის წევრის, გენო პეტრიაშვილის ქონებრივ დეკლარაციას.

უძრავი ქონება

გენო პეტრიაშვილს საქართველოს მასშტაბით ექვსი უძრავი ქონება აქვს რეგისტრირებული:

  • თბილისი, ლუბლიანას ქუჩაზე — 93 კვ.მ. ბინა, ნასყიდობა 2014 წელს, $55,000;
  • გორი, აღმაშენებლის ქუჩა — 229 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, ნასყიდობა 2022 წელს, $80,000;
  • თბილისი, ნავთლუღი — 82.6 კვ.მ. ბინა, ჩუქება 2021 წელს.
  • თბილისი, საბურთალო — 45.6 კვ.მ. ბინა, ჩუქება 2024 წელს ($60000 ღირებულებით, ოლიმპიური თამაშების წარმატებისთვის მიღებული საჩუქარი).
  • გორის რაიონი, სოფელი გაიჩაანთუბანი — 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ნასყიდობა 2024 წელს, $500;
  • მეუღლე ნინო მშვიდობაძის სახელზე — თბილისი, ილია აბულაძის ქუჩა — 191.58 კვ.მ. ბინა, ნასყიდობა 2020 წელს, $190,000.

ავტომობილები და საათები

  • TOYOTA RAV4 — შეძენა 2024 წლის მაისში, $20,000;
  • TOYOTA LC76 — ორი ავტომობილი, შეძენილი 2024 წლის სექტემბერსა და ნოემბერში, 45,000 და 55,000 ლარად.
  • LEXUS NX (ნინო მშვიდობაძე) — შეძენა 2022 წელს, $20,000.

საათები

  • HUBLOT — შეძენა 2024 წლის აგვისტოში, 8,500 EUR.
  • CARTIER (ნინო მშვიდობაძე) — შეძენა 2024 წლის აგვისტოში, 5,930 EUR.

ფინანსები

პეტრიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში, 2025 წლის 26 იანვარს შემდეგი ქონება უფიქსირდებოდა

  • თიბისი ბანკი, შემნახველი ანგარიში — 680,039.56 ლარი.
  • კრედო ბანკი, მიმდინარე ანგარიში — 54,850 ლარი.
  • ბანკი ქართუ, მიმდინარე — 30,253 ლარი.

ასევე, რამდენიმე საბარათე და სახელფასო ანგარიში მცირე ნაშთებით სხვადასხვა ვალუტაში.

შემოსავლები — პრემია, სტიპენდიები და ჯილდოები

2024 წელს პეტრიაშვილმა დეკლარაციის მიხედვით შემდეგი თანხები მიიღო: სპორტული წარმატებებისთვის მიღებული ჯილდოები: 1 მილიონი ლარი ოლიმპიური ოქროსთვის, ასევე 100 ათასი ლარი ოლიმპიური ოქროს მედლისთვის, 15 ათასი ლარი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლისთვის და სხვა. მან ასევე მიიღო 120 ათასი ლარის ოლიმპიური სტიპენდია და სხვადასხვა პრემია — 30 ათასი ლარი პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის და 10 ათასი ლარი წარმატებული სპორტსმენისთვის.

სამეწარმეო საქმიანობა

პეტრიაშვილი ორი კომპანიის მეწილეა:

  • შპს ჩემპიონი — 33% წილი ( დეკლარაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც ასევე "ოცნების" დეპუტატ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ფლობს, მართვა გადაცემულია სხვა პირზე 2025 წლიდან, თუმცა ეს რეესტრში არ არის ასახული).
  • შპს ნიუ სტარს გრუპი — 67% წილი (მართვა გადაცემულია სხვა პირზე 2025 წლიდან - ესეც დეკლარაციის ამონაწერია, თუმცა რეესტრში არ არის ასახული).

2024 წლის ხარჯები და ვალდებულებები

  • საათი საჩუქრად მეგობარს – 3,002 EUR;
  • საათი საჩუქრად მეგობარს – 1,697 EUR;
  • ავეჯი – 15,884.40 ლარი;
  • საოჯახო ტექნიკა – 16,164 ლარი;
  • ტურისტულ კომპანიაში გადარიცხვა – 5,085 ლარი;
  • პორტულ შეჯიბრებებში გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიება – 12,938.20 ლარი;
  • სპორტული ინვენტარი, ქველმოქმედება, საჩუქრები, სპარინგ პარტნიორისთვის და სხვა – $11,000;
  • ქველმოქმედება, სპორტული ინვენტარი, საჩუქრები, რემონტის ხარჯი და სხვა – 60,100 ლარი;
  • ქველმოქმედება (ნაღდი ფული) – 50,000 EUR;
  • ვალის დაბრუნება (სხვადასხვა გადარიცხვა) – 55,000 ლარი;
  • ვალის დაბრუნება (ნაღდი ფულადი გადარიცხვა) – $6,800;
  • ვალის დაბრუნება (ნაღდი ფულადი გადარიცხვა) – 33,100 ლარი;
  • ოჯახის წევრისთვის (ძმისთვის) ნაღდი ფული საჩუქრად – $150,000.

თიბისი ბანკის სამომხმარებლო სესხი – ხელშეკრულება 60,000 ლარი (08.09.2023). დეკლარაციაში მითითებული გასავალი 2024 წლისთვის – 16,353.94 ლარი (დაბრუნების ნაწილი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები