ბელგიასა და ლუქსენბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან ქვეყნის მისიის ხელმძღვანელად იმ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და კარიერული დიპლომატი, 47 წლის ვახტანგ მახარობლიშვილი 2021 წლის 9 ივნისს დაინიშნა.
მახარობლიშვილმა თანამდებობაზე ნატალი საბანაძე შეცვალა, რომელიც პოსტზე თითქმის რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა. მისი წასვლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში პირველი ვიზიტის წარუმატებლად დასრულებას დაემთხვა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა, 2025 წლის 31 იანვარს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტი ასახავს როგორც მისი, ისე მეუღლისა და შვილების ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას.
დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ მახარობლიშვილის ოჯახის წევრები არიან მეუღლე ანასტასია ანტონიუკი და ორი შვილი - დავით და ლუკა მახარობლიშვილები, რომელთაგან ერთი აშშ-შია დაბადებული, მეორე ბელგიაში.
უძრავი ქონება
დეკლარაციის მიხედვით მახარობლიშვილი ფლობს 2008 წელს ჩუქების გზით მიღებულ ბინას დაბა დაბუკურიანში.
ელჩის მეუღლეს ეკუთვნის 1000 კვ.მ მიწა ტაბახმელაში, რომელიც 2020 წელს შეიძინა 40 000 დოლარად. ასევე, 2022 წელს თელავში, კისისხევში 50 000 დოლარად შეძენილ 6 820 კვ.მ მიწა და კისისხევშივე 2023 წელს შეძენილი 1680 კვ.მ მიწა, რომელშიც 8 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ ანტონიუკმა DOMUS Development-ს უძრავი ქონებისთვის 100 000 USD გადაუხადა 2019 წელს, ავტოფარეხისთვის კი, 7000 USD 2020 წელს. არც ერთ შემთხვევაში არ არის მითითებული ფართი თუმცა წერია, რომ ორივე 2025 წელს უნდა ჩაჰბარდეს.
მოძრავი ქონება
მახარობლიშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა - mercedec-benz-ი რომელიც 2007 წელს 36 000 ევროდ შეიძინა.
ფინანსური ანგარიშები
დეკლრაციის შევსების მომენტისთვის ჯამურად ოჯახის წევრების მიერ ანგარიშებზე განთავსებული თანხა 1 800+ ლარი, 44 600+ ევრო და 57 ათას დოლარამდე იყო.
- ვახტანგ მახარობლიშვილი - „თიბისი ბანკი“, მიმდინარე ანგარიში - ₾1 136,44
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, შემნახველი ანგარიში - €12 513,63
- ვახტანგ მახარობლიშვილი - „თიბისი ბანკი“, მიმდინარე ანგარიში - $169,21
- ვახტანგ მახარობლიშვილი - „თიბისი ბანკი“, შემნახველი ანგარიში - $1 560,16
- ვახტანგ მახარობლიშვილი - „თიბისი ბანკი“, შემნახველი ანგარიში - €1 218,10
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, მიმდინარე ანგარიში - €4 589,61
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, დეპოზიტი - $47 825,92
- ვახტანგ მახარობლიშვილი - „ლიბერთი ბანკი“, მიმდინარე ანგარიში - ₾495,72
- ვახტანგ მახარობლიშვილი - BNP Paribas Fortis, სახელფასო ანგარიში - €11 726,19
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, ტექნიკური ანგარიში - $809,68
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, დეპოზიტი - $6 633,14
- ანასტასია ანტონიუკი - „საქართველოს ბანკი“, მიმდინარე ანგარიში - ₾199
- ანასტასია ანტონიუკი - Belfius, მიმდინარე ანგარიში — €1 797,34
- ანასტასია ანტონიუკი- „საქართველოს ბანკი“, დეპოზიტი - €12 825,18
მახარობლიშვილს ნაღდი ფულის სახით 7 000 დოლარი და 11 000 ევრო ჰქონდა.
შემოსავალი
ელჩის 2024 წლის ანაზღაურებადი შემოსავალი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელფასის სახით შეადგენდა 7 704 ლარს და 61 245 ევროს.
მეუღლის, მოდელ ანასტასია ანტონიუკის შემოსავლები კი ასეთი იყო:
- Rebecca Paris - 1 360 ევრო;
- Dominique models - 2 506 ევრო;
- Rebecca Paris - 727 ევრო.
შენიშვნა: მასალის პირვანდელ ვერსიაში ქონებასა და ფინანსებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე უზუსტობა.
საქმიანი ბიოგრაფია
- 06/2021 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
- 07/2019 - 2021 (09.06) - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
- 11/2016 - 07/2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
- 05/2012 - 10/2016 - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ამასთანავე, 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
- 11/2009 - 05/2012 - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი - დირექტორი.
- 10/2005 - 11/2009 - ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
- 09/2004 - 10/2005 - ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
- 07/2004 - 09/2004 – ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.
- 08/2002 - 07/2004 - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსი.
- 09/2001 - 08/2002 - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივანი.
- 08/2000 - 09/2001 - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე.




























