მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის იახტა და კატერი გაიყიდა საქართველოში 2020 წლიდან და რა არის მათი ფასი? 

64622e0b469f8
ლიკა გურაბანიძე
16.05.23 00:05
8918
"რამზეს იახტსმა" 2020 წლიდან საქართველოში ჯამში 19 მცურავი ობიექტი, მათ შორის იახტა და კატერი გაყიდა. როგორც “რამზეს იახტსის” დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, იახტების ეს რაოდენობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდა.

მცურავ ობიექტებზე ფასები შესაძლოა 130 000 დოლარიდან იწყებოდეს, 1 850 000 ევროს აჭარბებს და რამდენიმე მილიონამდე ადიოდეს.

“საქართველოში იახტებს და კატერებს დაახლოებით სამი სეგმენტის ადამიანი ყიდულობს. ერთი ვისაც ძალიან უყვარს ეს მიმართულება და ისინი უმცირესობაში არიან. მეორე ტიპის დამკვეთები ვინც ყიდულობს გარკვეული პერიოდით, ხოლო შემდგომ ჩვენ ვიღებთ მენეჯმენტში და ვაქირავებთ მას და არიან სექტორული დამკვეთები: კაზინოები სასტუმროები, ვისაც სურთ საკუთარი მცურავი ობიექტები ჰყავდეთ, რათა შემდგომ მათივე სტუმრებს განსხვავებული სერვისი შესთავაზონ", - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ. 

“რამზეს იახტსმა" 2017 წელ ქვეყანაში იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა.  ხოლო 2023 წლიდან, ახალი ასევე იტალიური წარმოშობის კომპანია“კრანკ იახტს”-ის მცურავი ობიექტების გაყიდვა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები