მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის თევზის მოპოვებაა დაშვებული შავ ზღვაში? –ახალი კვოტები განისაზღვრა

6167dc2e366aa
ინგა მურუსიძე
14.10.21 11:36
658
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტობრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.

„სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები