მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რეფორმების გატარება შეძლო ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინდონეზიაში

5ab0ff827d649
თელარა გელანტია
20.03.18 16:31
1055
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ინდონეზიაში გაწეული საქმიანობით კმაყოფილია.

როგორც ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, მას ბოლო 2 წლის განმავლობაში ინდონეზიის მთავრობის საერთაშორისო მრჩევლის პოზიცია ეკავა და მისი მთავარი მისია ადგილობრივი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმების გატარება იყო.

მისივე თქმით, ამ პერიოდში ინდონეზია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 109-ე პოზიციიდან 72-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და შედეგიც დავდეთ. გარდა ამისა, მთავარი მიზნის ქვეშ იყო ბევრი ქვე-მიზანი - სასამართლო სისტემაში ელექტრონული პროცედურების დანერგვა, საქმეების ელექტრონული წარმოება და ა.შ. გარდა ამისა, სხვა ბევრი რეფორმა განვახორციელე, რომელიც საქართველოდან ავიღე და პირდაპირ cope-paste გავაკეთე, მათ შორის იუსტიციის სახლები იყო. მართალია, იუსტიციის სახლები ინდონეზიაში განსხვავდება ქართულისგან და არაა ისეთი მოქნილი და გამართული, მაგრამ პრობლემები ესმით და ნელ-ნელა სრულყოფენ“, - განაცხადა ქობალიამ და აღნიშნა, რომ რეფორმებზე ის ინდონეზიის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ავსტრალიის მთავრობასთან ერთად მუშაობდა.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინდონეზიაში გატარებულ რეფორმებს შორის, ასევე გამოყო კომპანიების ლიკვიდაციასთან და გაკოტრებასთან დაკავშირებული საკითხები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები