მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეგულაციების დაცვით იმუშავებენ თეატრები?

BM.GE
25.11.21 14:40
383
საკოორდინაციო საბჭომ გუშინ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც პირველი დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50-%მდე იზრდება. ვიდრე სტუმარი ჩაგვერთვება საქსტატის 2020 წლის კულტურის სფეროს სტატისტიკას მოვიყვან, რომელიც თეატრებისა და მუზეუმების მაყურებელთა რაოდენობას ასახავს.

დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში თეატრების მაყურებელთა რაოდენობა 79.6%-ით შემცირდა და 125,600 შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ 52 პროფესიული თეატრია რეგისტრირებული.

რაც შეეხება მუზეუმების დამთვალიერებელთა სტატისტიკას, ის 2020 წელს 86%-ით იყო შემცირებული და 309,000 შეადგინა. სულ 249 მუზეუმია რეგისტრირებული. სავარაუდოდ ეს ლოქდაუნამდე არსებული მაყურებელთა რაოდენობა იყო, რადგანაც 2020 წლის მარტიდან ქვეყანა ჩაიკეტა, რა დროსაც წლის ბოლომდე თეატრები დახურული იყო.

სტუმარი: ზურა გეწაძე - მსახიობი, რეჟისორი, თუმანიშვილის თეატრის დირექტორი





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები