მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რეგულაციების შემოტანა იგეგმება FMCG სექტორში - ფასების საპარლამენტო კომისიამ სექტორის შესწავლა დაასრულა

FMCG სექტორი

სახელმწიფო რითეილ სექტორში ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას და რეგულაციების შემოტანას აპირებს. ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის დღევანდელი სხდომიდან გახდა ცნობით, სადაც, ოთხი მსხვილი საცალო ქსელის წარმომადგენლებს მოუსმინეს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სექტორში საჭიროა კონტრაქტების სტანდარტიზება, კონსიგნაციის პირობების განსაზღვრა და გამჭვირვალე კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა. რა კონკრეტული რეგულაციების შემოტანაზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, საცალო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სექტორში კონკურენცია ისედაც დიდია. მათი უმეტესობა ფასების შემცირების შესაძლებლობას ცენტრალიზებული ლოგისტიკის შემოტანაში ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები