მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რეჟიმში იმუშავებს იუსტიციის სახლი საახალწლო დღეებში?

იუსტიციის სახლი
02.01.26 11:00
4188

იუსტიციის სახლი ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. უწყება განცხადებას ავრცელებს:

"გაცნობებთ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი 2026 წლის 1, 2, 3, 4 და 7 იანვარს არ იმუშავებს.

5 და 6 იანვარს იუსტიციის სახლი იმუშავებს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში მომსახურება გაიცემა შეზღუდულად. სერვისების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

https://psh.gov.ge/news/174

1 იანვრიდან 8 იანვრამდე არ იმუშავებს მობილური იუსტიციის სახლი.

უქმე დღეებში ქორწინების სახლები, წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფენ:

  • სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას;
  • შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას.

8 იანვრიდან იუსტიციის სახლის ყველა სერვისი მომხმარებლებისთვის ჩვეულ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები