მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებია NGO-ებისთვის საბიუჯეტო გრანტების გამოყოფაში? - შეფასება

დავით მაისურაძე

ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგ, უცხოური გრანტების საპირწონედ, ოცნება გადასახადის გადამხდელების ფულიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 20 მლნ ლარის პროექტების დაფინანსებას გეგმავს.

თანხა 2025 წლის ბიუჯეტში ჩაიდო, თანხის განსაზღვრას განმარტებები არ მოჰყოლია, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ ორგანიზაციებმა ბიუჯეტიდან თანხის მისაღებად, თუმცა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში, როდესაც კობახიძემ ამ კუთხით მრავალი მილიონის გამოყოფაზე განაცხადა, BM.GE-თან თქვა, რომ დაფინანსებას ის გაერთიანებები მიიღებდნენ, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს შეასრულებდნენ.

„ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი დავით მაისურაძე ამბობს, რომ საკითხთან მიმართებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. რამდენად კრიტიკული და ობიექტური შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მონიტორინგს აკეთებს თუმცა მეორე მხრივ ბიუჯეტიდან გრანტი აქვს აღებული.

“რამდენად კეთილსინდისიერად მოხდება მიმღები მხარეების მიერ სახელმწიფო აქტივობების მონიტორინგის განხორციელება, ხომ არ იქნება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, ხომ არ გაიზრდება კორუფციის შემთხვევები. რამდენად კვალიფიციური და მიუკერძოებელი იქნება დასკვნები, რომლებიც ამ გრანტების გაცემის შედეგად შეიქმნება.

საერთაშორისო დონორის გრანტის შემთხვევაში უფრო მკაფიო პასუხი გვქონდა, რადგან ის მესამე მხარე იყო და დაინტერესებული იყო მიუკერძოებელი შეფასების დაწერით. ამ შემთხვევაში რა იქნება, სახეზე გვექნება მიკერძოებული დასკვნები თუ რეალურად მომზადდება კვალიფიციური დასკვნები?” - ამბობს „ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი დავით მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები