თანამედროვე ბანკინგი სულ უფრო ციფრული და ტექნოლოგიური ხდება, თუმცა OECD-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებლების მთავარი გამოწვევებიც სწორედ ამ ცვლილებებს უკავშირდება. ფინანსური თაღლითობა, გაუმჭვირვალე პირობები, მზარდი დავალიანება და რთულად გასაგები ფინანსური პროდუქტები. ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომელთა შესახებაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ჩივიან. რას ითხოვენ დღეს ბანკებისგან ადამიანები, რა მოსწონთ და რა იწვევს ყველაზე მეტ უკმაყოფილებას მსოფლიოში?


































